რუსული ავტომწარმოებელი Avtovaz-ი აცხადებს, რომ 21-25 მარტს ტოლიატსა და იჟევსკში მდებარე ქარხნებში წარმოებას ნაწილობრივ აჩერებს. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის ინფორმაციით, წარმოების შეჩერების მიზეზი ნაწილების დეფიციტია.
Avtovaz-ი, რომელსაც ფრანგული ავტომწარმოებელი Renault აკონტროლებს, ნაწილების დეფიციტის გამო, მიმდინარე თვეში მუშაობას პერიოდულად აჩერებს.
Renault იჟევსკში ადგილობრივი ბაზრისთვის, LADA-სთან ერთად, ორ მოდელს - Logan-სა და Sandero-ს უშვებს.
ასევე წაიკითხეთ
რუსეთის უდიდესი აეროპორტი „შერემეტიევო“ სანქციები გამო პერსონალის 40%-ს სახლში უშვებს
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის